ვეძებთ 2019 წლის ღონისძიებისთვის სპიკერებს TEDxTbilisi და TEDxYouthTbilisi

TEDxTbilisi2019-ის თემა გახლავთ “ცხოვრების ხელოვნება (Life as art). ღონისძიების ჩატარების სავარაუდო პეროდია ოქტომბერი - ნოემბერი 2019.

როგორც ყოველთვის, წელსაც ვეძებთ საინტერესო ადამიანებს ინსპირაციული, ინოვაციური და ორიგინალური გამოცდილებით. ისეთ ადამიანებს რომელთა გაცნობაც აუცილებელია ქართული და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჩვენი პლათფორმის საშუალებით.

თუ იცნობთ ასეთ ადამიანს ან თქვენ თავად ხართ ეს ადამიანი, მაშინ მიჰყევით ინსტრუქციას:

ჩაწერეთ 3 წუთიანი ვიდეო (მიიღება ნებისნიერი ხარისხის ვიდეო) და გაგვიზიარეთ იგი Google Shared Drive - ის მეშვეობით tedxtbilisispeaker@gmail.com

ვიდეო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • პოტენციური სპიკერის სახელი, გვარი, ასაკი და საქმიანობის სფერო;

  • პოტენციური TEDx გამოსვლის ძირითადი საკითხი;

  • საკითხის მნიშვნელობა, მისი აქტუალობის და უნიკალურობის დასაბუთება;

ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 27 ივლისი

შენიშვნა: TED-ის რეგულაციების თანახმად, ღონისძიების სცენა არ შეიძლება იყოს გამოყენებული სპიკერების თუ მათ საქმანობის (ბიზნესის) რეკლამისთვის.