TEDxTbilisi2018 ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

2018 წლის 1 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi უმასპინძლებს!

წელს, პირველად TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად ჩატარდება, 1 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ღონისძიება თავს მოუყრის განსხვავებული პროფესიისა და ასაკის 6 სპიკერს, საკუთარი ინოვაციური პროდუქტის, ხედვისა თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ივენთზე დასწრება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის.

TEDxTbilisi2018 ქართულ ენაზე ჩატარდება.

ბილეთები უკვე გაყიდვაშია! შეიძინეთ აქ ;)

This year TEDxTbilisi and TEDxYouth@Tbilisi will be held simultaneously to offer you an inspiring experience on December 1st at Tbilisi State University.

Event will gather 6 speakers from different backgrounds, who will share their innovative vision and ideas to TED audience.

TEDxTbilisi2018 will be entirely in Georgian. Tickets can be purchased here.

25895685504_47967b3e76_o.jpg

ვეძებთ TEDxTbilisi 2018 - ის სპიკერებს! We are looking for TEDxTbilisi 2018 Speakers!

ვიწვევთ ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს გაუზიაროს თავისი იდეა მსოფლიოს!

გაქვს ინოვაციური იდეა ან ორიგინალური ხედვა? ფიქრობ, რომ შენი გამოცდილება სასარგებლო და საინტერესო იქნება სხვებისთვისაც? ან იქნებ იცნობ ასეთ ადამიანს და გინდა, რომ იხილო იგი TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi-ის სცენაზე? მაშინ აუცილებლად შეავსე მოცემული მოკლე სააპლიკაციო ფორმა!

თუკი შენ ჩვენსავით გჯერა, რომ იდეებს აქვს სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლის ძალა, შეიტანე საკუთარი წვლილი ამ ცვლილებაში; დაანომინირე სპიკერი TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi-სთვის.

TED არის საერთაშორისო არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ორიგინალური იდეების გავრცელებას.TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi სწორედ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ატარებს ყოველწლიურ ინტელექტუალურ ფორუმებს. ეწვიე TED-ის და TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi ვებ და facebook გვერდებს ამ ფორმატის უკეთ გაცნობასა და მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული შთამაგონებელი პრეზენტაციების მოსასმენად!

We invite individuals of all ages and professions who wish to share ideas with the world!

Do you have an innovative idea or original vision? Do you think your experience might be interesting and useful for others? Or, perhaps, you know somebody who can make an interesting TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi speaker? Then let us know!

If just like us, you passionately believe in power of ideas to change the world use the opportunity to become a part of this change by nominating a speaker here for TEDxTbilisi or TEDxYouth@Tbilisi.

TED is a nonprofit organization devoted to spreading original ideas. Supported by the license from TED, TEDxTbilisi and TEDxYouth@Tbilisi are organizing annual intellectual forums to showcase outstanding individuals with ideas worth spreading. Visit TED and TEDxTbilisi/TEDxYouth@Tbilisi web and facebook pages to learn more about this format and see inspirational talks delivered by speakers from all over the world!

37514262110_85da79725a_z.jpg